20 ოქტ - დღეს
 სტარტი 
 საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტი 
თბილისი 
 ვაკანსიაზე გამოხმაურება 
ელ. ფოსტა: vakansia@telasi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკასხვა 
- ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოებიკომუნალური მომსახურება 
- გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ენერგეტიკასხვა 
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოებიკომუნალური მომსახურება 
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,რუსული
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას სდბპე ანალიზის და კონტროლის სამსახურის ანალიზის და საწარმოო საქმიანობის მიმართულების საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტმა უნდა იცოდეს:
თანამდებობრივი მოვალეობები:
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური/ელექტროტექნიკური/ენერგეტიკული განათლება;
- ანალოგიური სპეციალობით 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Windows, MS Project, MS Visio, SAP)
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
- რუსული ენა - თავისუფალი ფლობის დონე.
- ქართული ენა - თავისუფალი ფლობის დონე.
საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტმა უნდა იცოდეს:
- საკანონმდებლო აქტები და საზოგადოების შიდა ნორმატიული დოკუმენტები /ლოკალურ-ნორმატიული აქტები, რომლებიც ეხება მუშაკის თანამდებობრივ მოვალეობებს;
- საქმიანი ურთიერთობის ნორმები;
- სამსახურებრივ და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის წესი;
- საზოგადოების საქმიანობის სპეციალიზაცია;
- დიდ მოცულობით ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- საკუთარი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
- გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
- შრომითი შინაგანაწესის წესები, შრომის დაცვის ნორმები და წესები, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესები, შრომის მართვის და ორგანიზაციის საფუძვლები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- უზრუნველყოფს ტექნიკური საქმიანობის სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური ღონისძიებების, საწარმოო გეგმების შესრულების ანალიზს და მონიტორინგს და წინადადებების მომზადებას მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად.
- უზრუნველყოფს მონიტორინგის გეგმის შედგენას კალენდარული პრიოდისათვის, სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებას და მის შესრულებას.
- ახორციელებს ღონისძიებების ჩატარების ანალიზს და მონიტორინგს კანონების, სტანდარტების, ინსტრუქციების, ლიცენზიების, საზოგადოების ნორმატიულ-განკარგულებითი დოკუმენტების მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე ხელმძღვანელობის განკარგულებების და დავალებების, დებულებების, კოდექსების, პოლიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი სავალდებულო მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით ბიზნეს-პროცესების ანალიზის ფარგლებში.
- ახორციელებს არგუმენტირებული, დასაბუთებული წინადადებების მომზადებას გენერალური დირექტორის, ან კორპორაციული განვითარების და საორგანიზაციო უზრუნველყოფის დირექტორის დავალებების შესრულების ფარგლებში ღონისძიებების ანალიზის და მონიტორინგის შესახებ.
- მონაწილეობს გარე აუდიტორული შემოწმებების და შიდა საკონტროლო ღონისძიებების (პოსტ კონტროლი) დარღვევების/ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუდიტში.
- გენერალური დირექტორის სპეციალური დავალებებით მონაწილეობს საზოგადოების ბიზნეს-პროცესების კომპლექსური და თემატური ღონისძიებების ანალიზში და მონიტორინგში.
- მონაწილეობს გეგმების, კოლეგიალური ორგანოების გადაწყვეტილებების კონტროლის განხორციელებაში, თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის, შიდა პროცედურების დაცვაში და დამალული საოპერაციო და მმართველობითი ნაკლოვანებების არარსებობაში.
- სამსახურის უფროსის დავალებით მონაწილეობს საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლში, რომლებიც საზოგადოების გენერალური დირექტორის მიერ დაყენებულია კონტროლზე, ასევე აქციონერების ბრძანებების და დავალებების შესრულებაში, რომლებიც ეხება საზოგადოების ძირითად საქმიანობას და დავალებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია გენერალური დირექტორის თავმჯდომარეობით ჩატარებული თათბირების ოქმებში (გაფართოებული თათბირების გარდა).
- სამსახურის უფროსის დავალებით მონაწილეობს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაციის განზოგადებაში.
- მონაწილეობს სს „თელასის“ საშემსრულებლო დისციპლინის და კორპორაციული კონტროლის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებაში, საზოგადოებაში საშემსრულებლო დისციპლინის, როგორც გარე, ასევე შიდა, მაჩვენებლების გაზრდასთან დაკავშირებული ზომების შემუშავებაში და რეალიზებაში.
- სამსახურებრივი ურთიერთობების ფარგლებში ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელების სხვა დავალებებს.
- სეწმეკში საპასუხო წერილების თავისდროული გაგზავნის კონტროლი.
- უზრუნველყოფს სეწმეკისადმი საპასუხო წერილებში სს „თელასის“ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ვადების კონტროლს.
- უზრუნველყოფს სეწმეკისადმი საპასუხო წერილებში სს „თელასის“ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის შემოწმებას (გონივრულ ვადაში ვალდებულებების შესრულების ვადების ამოწურვამდე).
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
 ენერგეტიკა 
 სხვა 
 ნახვები   
 უნიკალური ნახვები   
