21 ოქტ - 31 ოქტ
სტარტი
ენერგოზედამხედველობის განყოფილების დაბალი ძაბვის ქსელის და აღრიცხვის კვანძების ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vakansia@telasi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
კომუნალური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
კომუნალური მომსახურება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
სს „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოზედამხედველობის განყოფილების დაბალი ძაბვის ქსელის და აღრიცხვის კვანძების ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
- საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
- ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
- არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
- ქ. თბილისის უბნებისა და მისამართების ცოდნა;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
- MS Office (Word, Excel, Powerpoint)
- MS Outlook
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- მომხმარებლების ელ. ენერგიის აღრიცხვის მოწყობილობებზე საკონტროლო ჩვენებების აღება;
- წერტილოვანი შემოწმებების განხორციელება, ქსელის მოწყობილობების კონტროლი. აბონენტებისა და საზოგადოების შესაბამისი დოკუმენტაციის ემწ (ელექტრო მოწყობილობების მოწყობის წესები), ესქტეწ (ელექტრო სადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები), მეტეწ (მომხმარებლების ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები) და სხვა მოქმედ კანონებთან შესაბამისობის კონტროლი;
- შესწავლა, ტექნიკური ინფორმაციის შერჩევითი კონტროლი და ანალიზი ტექნოლოგიური წუნისა და დარღვევების გამოვლენის მიზნით და მათი აღმოფხვრისათვის წინადადებების შემუშავება.
- ძალოვანი გამანაწილებელი კარადების მომხმარებელთა აღრიცხვის კვანძების კარადების ინსპექტირება და მდგომარეობის შეფასება;
- მომხმარებლების კარადებისა და აღრიცხვის კვანძების გადალუქვის სამუშაოების განხორციელება;
- მრიცხველების მდგომარეობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, გაუმართავი ან მოძველებული მრიცხველების შეცვლაზე დავალებების გაცემა;
- შერჩევით შემოწმებებზე დაყრდნობით, ტექნიკურ და კომერციულ მონაცემებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ანალიზის განხორციელება და მისი კომპეტენციის ფარგლებში ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამობების გამოვლენა;
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
