22 ოქტ - 20 ნოე
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „ზერონი“ მომხმარებელს სრულ MEP მომსახურებას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზერონისგან დამკვეთებს არა მხოლოდ ელექტრო, არამედ წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო მომსახურების მიღება შეუძლიათ. „ზერონი“ იყენებს პროექტირების უახლეს მეთოდს - BIM-ს (შენობის ინფორმაციული მოდელირება), რაც მოიაზრებს შენობაში ყველა სისტემის 3D ვიზუალიზაციას.
„ზერონი“ წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
„ზერონი“ წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
,,ზერონი’’ აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სრული MEP (ელექტრო, ვენტილაცია, წყალმომარაგება და სხვა საინჟინრო სისტემები) სამშენებლო პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე მართვა;
- MEP სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება, პროქტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა;
- პროექტის შესრულების გეგმისა და პროცედურების მომზადება, შეთანხმება, პერიოდული განახლება და შესრულებაზე კონტროლი;
- პროექტში ჩართული ყველა მხარის ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი, მონაწილე მხარეებთან კომუნიკაცია და დავების გადაწყვეტა;
- სამუშაოების დროის დეტალური გრაფიკის შედგენა და პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების განსაზღვრა;
- რისკების შეფასება, მათი მართვის გეგმის მომზადება და პრობლემების პრევენცია;
- პროექტის ნახაზებისა და დოკუმენტაციის შესწავლა, საჭირო ცვლილებების შეთანხმება და მათი შესრულების კონტროლი;
- ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და გადახდების გეგმის მომზადება;
- სამუშაოების ხარისხის კონტროლი, საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა და შესრულების მეთოდების შემოწმება;
- ფორმა N2-ის შედგენა (შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი);
- სხვა საჭირო ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში და პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- კოორდინაციის უნარი;
- მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული;
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 22 ნოემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონის ’’ ბაზაში 1 წლის ვადით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
