ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ავეჯი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ავეჯი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ლაზიერი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომელებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით.
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.
თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო შენი ლიდერული უნარები- შემოგვიერთდი!
“ლაზიერი” ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3,500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT’S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE’S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).
ლაზიერს მაშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.
ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2ee8smde
ფუნქცია- მოვალეობები:
- კომპანიაში ხარისხის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
- თანამშრომელთა შიდა და გარე ტრენინგით უზრუნველყოფა;
- წარმოების პროცესის მონიტორინგი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
- დეტალების შესაბამისობის შემოწმება ზომების, ფორმების, ზედაპირის სიზუსტისა და დამუშავების ხარისხის კონტროლი;
- მზა ავეჯის კონსტრუქციული სიმტკიცის, მექანიზმების გამართულობის შემოწმება;
- წარმოების პროცესში დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
- ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- ხარისხთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ინჟინერია, ტექნოლოგია, დიზაინის მიმართულებით);
- აუცილებელია ავეჯის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის კონტროლის მენეჯრის ან ტექნოლოგის პოზიციაზე;
- ავეჯის წარმოების პროცესების ტექნოლოგიური ცოდნა;
- მასალების (ხე, MDF, მეტალი, ქვა ფურნიტურა) თვისებების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა ( სასურველია Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა) .
პიროვნული უნარ -ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
- საწარმოო ნახაზების წაკითვის უნარი.
ლაზიერში დაგხვდებათ:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- ფიტპასი;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
- ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, დილის 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის კონტროლის მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
