22 ოქტ - 20 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება,ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი
სს „ იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
სს „ იბერია რეფრეშმენტსი" არის „ პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და სნექების კატეგორიის (Lay's, Doritos, Cheetos და სხვ.) დისტრიბუცია.
ასევე ახორციელებს „ Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.
ძირითადი მოვალეობა:
- თავის სამუშაო ტერიტორიაზე კომპანიის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა;
- კლიენტებთან კომუნიკაცია ახალი პროდუქციის გამოშვებასთან, ფასების ცვლილებებსა და პრომო კამპანიებთან დაკავშირებით, კომპანიის წესების შესაბამისად;
- ყოველკვირეული ვიზიტები განსაკუთრებულ/მნიშვნელოვან კლიენტებთან, გაყიდვების სუპერვაიზერის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
- ინფორმაციის მოძიება ტერიტორიაზე არსებული (აქტიური და პოტენციურად აქტიური) კლიენტების შესახებ;
- ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა, პასუხების მიწოდება უმოკლეს ვადებში და პრობლემების ეფექტური გადაჭრა;
- კომპანიის მიერ შედგენილი მარშრუტის შესრულება და მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების აღება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- კომპანიის მიერ გადაცემული მარკეტინგული მოწყობილობების მართვა, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და კომპანიისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- საშუალო განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ცვლადი ბონუსი ( თვეში მაქსიმუმ 3000 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი ბონუსი);
- მანქანის ცვეთის ხარჯი;
- საწვავი;
- კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
- კორპორატიული SIM ბარათი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში („subject“-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „ პრისეილერი“. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 10/11/2025 წ.
კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაყიდვები
წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები
ნახვები
უნიკალური ნახვები