შემდეგი
27 ოქტ - 25 ნოე
სტანდარტი
ტრაქტორის ოპერატორი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჭითაწყარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: peoples.organization@agrigeorgia.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა
სასოფლო-სამეურნეო რობოტიკა, სხვა - ინდუსტრია / სფერო: სოფლის მეურნეობა
მეურნეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: T კატეგორია
აგრიჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ტრაქტორის ოპერატორის პოზიციაზე
ლოკაცია: ზუგდიდი, ჭითაწყარი, საქართველო
კომპანიის აღწერა
ფერერო, Ferrero თავისი მიდგომით არის პროგრესიული, გლობალური და ოჯახური კომპანია, რომელიც ამაყობს ისეთი ცნობილი ბრენდებით, როგორიცაა Nutella®, Tic Tac®, Ferrero Rocher®, Raffaello®, Kinder Bueno® და Kinder Surprise®. ბრენდებისადმი სიყვარულის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი საერთაშორისო მაშტაბებიც. ფერერო ჯგუფი წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქვეყანაში და მისი პროდუქცია იყიდება 170-ზე მეტ ქვეყანაში. წარმატების საიდუმლო ჩვენი 40,000 ერთგული თანამშრომელია, რომლებიც ზრუნავენ ბიზნესის, კარიერისა და ჩვენი საამაყო ბრენდებისთვის შექმნან ხარისხი. შემოგვიერთდით და თქვენც გახდით ერთ-ერთი მათგანი.
შპს აგრიჯორჯია დაარსდა 2007 წლის მარტში, ზუგდიდის მიმდებარედ, სამეგრელოს რეგიონში. კომპანიის მისიაა, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპერიმენტებით, გამოსცადოს თხილის სხვადასხვა ჯიშის ადაპტირება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო და კლიმატურ პირობებთან, ხელი შეუწყოს თხილის მოყვანას ადგილობრივ ფერმერებში და საბოლოოდ გახდეს ფერერო-ს საიმედო მიმწოდებელი, შეამციროს დამოკიდებულება სხვა მომწოდებლებზე/ქვეყნებზე.
მრავალფეროვნებისა და ჩართულობის განცხადება
ფერერო ორიენტირებულია მრავალფეროვანი და ინკლუზიური კულტურის შექმნაზე, სადაც არის წარმატების მიღწეევის თანაბარი შესაძლებლობა და თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობს დაფასებულად. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი თანაბრად ნიჭიერია. ცნობისმოყვარეობის და ბუნებრივი შესაძლებლობების გაღვივებით, თაობიდან თაობას ვთავაზობთ მიეცეს პიროვნული და პროფესიული წარმატების მიღწევის შესაძლებლობები და ამით გზა გაიკვლიოს ფერეროში. სწორედ ნიჭის ეს მრავალფეროვნება ხდის ჩვენს სამუშაო გარემოს მულტიკულტურულ, ინოვაციურ და მაღალ პროდუქტიულს.
სამუშაოს შესახებ:
ამჟამად ვეძებთ კვალიფიციურ ტრაქტორისტ-ოპერატორს, რომელიც შეუერთდება ჩვენს აგრიჯორჯია-ს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- ტრაქტორებისა და მისაბმელების მართვა განსაზღვრული დავალებების შესაბამისად. (შემსასხურებელი აგრეგატები, სათიბ-მულჩერი, სასუქის გამფანტველი, მისაბმელი გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა)
- ნასხლავი მასალის შეგროვება და გადაზიდვა დასაკომპოსტირებელ ადგილას.
- მოსავლის აღებისა და შემდგომი ოპერაციების მხარდაჭერა, მათ შორის თხილის ტრანსპორტირება საშრობში ან საწყობში.
- მექნიკოსებთან თანამშრომლობა დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად, რათა ტექნიკა შენარჩუნდეს სანდო და უსაფრთხო მდგომარეობაში.
- ტრაქტორების დეტალური წინასწარი და შემდგომი შემოწმება, მათი მდგომარეობის დოკუმენტირება და ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის დაფიქსირება.
- ტრაქტორების ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება რეგულარული შემოწმებებისა და დროული სერვისის გზით.
- სატრანსპორტო ჟურნალების სრულყოფილი და ზუსტი შევსება შპს აგრიჯორჯიას მიერ დადგენილი შესაბამისობის ფარგლებში და მოთხოვნების დაცვით.
- ტექნიკური ცოდნის გამოყენება ტრაქტორის უსაფრთხოდ მართვისთვის რთულ და სპეციფიკურ გარემოში.
- უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის დაცვა შემთხვევებისა და აღჭურვილობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ძირითადი მოთხოვნები:
- მოქმედი T კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა და მართვის გამოცდილება
- მუდმივად პუნქტუალური და საიმედო
- მაღალი პასუხისმგებლობის ქონა
- გუნდში მუშაობის უნარი
- სამუშაო ეთიკის ქონა და ერთგულება.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ამ როლში და ფერეროში:
- ფერეროს საქმიანობის საფუძველს წარმოადგენენ მომხმარებელი, ხარისხი და მზრუნველობა. ამიტომ, ფერეროში წარმატების მისაღწევად, თქვენ უნდა იყოთ მომხმარებელზე და პროდუქტზე ორიენტირებული, როგორც ჩვენ - ერთგული მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის შესანიშნავი შედეგების მისაღწევად.
- აგრიჯორჯია-ში ჩვენი წარმატების მთავარი საზომია კომპანიის დახმარება თხილის წარმოების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდაში, მდგრადი მეურნეობისა და გარე საწარმოო (outgrowing) მოყვანის პრაქტიკის გზით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაციის გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) შპს აგრიჯორჯიამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შპს აგრიჯორჯიას მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება.
თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება კომპანიის მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: peoples.organization@agrigeorgia.ge.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: peoples.organization@agrigeorgia.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტრაქტორის ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტრაქტორის ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
სოფლის მეურნეობა
სასოფლო-სამეურნეო რობოტიკა,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები