შემდეგი
29 ოქტ - 25 ნოე
სტარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@gedevanishvili.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ენები: ინგლისური,რუსული
Gedevanishvili & Co ეძებს შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აიღებს პასუხისმგებლობას ექსკლუზიური პროექტის გაყიდვებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციურ ლიდებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების გაანალიზება
- პროექტის შეთავაზება და უძრავი ქონების შესახებ პრეზენტაციის ჩატარება (ადგილზე ან ოფისში)
- დაინტერესებული კლიენტებისთვის ობიექტის ჩვენება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- გაყიდვის პროცესის მართვა – პირველი კონტაქტიდან კონტრაქტის გაფორმებამდე
- კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მონიტორინგი
- თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან გაყიდვების შედეგის მაქსიმიზაციის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შედეგზე ორიენტირებული, ენერგიული და კომუნიკაბელური პიროვნება
- გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია უძრავი ქონების სფეროში)
- მოლაპარაკების შესანიშნავი უნარი
- ორგანიზებული და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას უძრავი ქონების სფეროში
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
- სამუშაო საათებს: 10:00–18:00
- ფიქსირებული ხელფასს + საბონუსე სისტემა შედეგების მიხედვით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@gedevanishvili.ge, სათაურის ველში მიუთითეთ “გაყიდვების მენეჯერი ”.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები