27 ოქტ - 25 ნოე
 სტანდარტი 
 სტაჟირება-წარმოების უმცროსი ინჟინერი 
კასპის მუნიციპალიტეტი 
 ვაკანსიაზე გამოხმაურება 
ელ. ფოსტა: careers@cement.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერიამექანიკური ინჟინერია 
- ინდუსტრია / სფერო: წარმოებამინა, კერამიკა და ბეტონი 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერიამექანიკური ინჟინერია 
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოებამინა, კერამიკა და ბეტონი 
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 
ჰანიველ ცემენტი აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში წარმოების უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი 
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- კლინკერის და ცემენტის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- საწარმოო პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტების დოკუმენტირება, ანალიზში მონაწილეობა;
- საწარმოო პროცესის ცოდნა, მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყურის დევნება;
- ტექნოლოგიურ პროცესში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი;
- სტანდარტული სამართავი პროცედურების სახელმძღვანელოების შექმნა და მათი გავრცელება საჭირო ადამიანებთან;
- სამუშაო პროცესში სიახლეების დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი;
- სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა და დოკუმენტირება;
- წარმოებასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა;
- ლაბორატორიული და ინდუსტრიული ექსპერიმენტების გაკეთება და დოკუმენტირება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
სასურველია გქონდეთ:
- უმაღლესი განათლება ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, სილიკატური ქიმია, არაორგანული ქიმია;
- კლინკერის და ცემენტის ქიმიის საბაზისო ცოდნა;
- MS Office - ის ცოდნა;
- ინგლისური ენა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- სატელეფონო ლიმიტი;
- დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
- ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -  სტაჟირება - წარმოების უმცროსი ინჟინერი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
 ინჟინერია 
 მექანიკური ინჟინერია 
 ნახვები   
 უნიკალური ნახვები   
 სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში 

