28 ოქტ - 26 ნოე
სტარტი
ლოგისტიკის მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების მართვა, ტრანსპორტის მართვის სისტემები (TMS)
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მარაგების მართვა, ტრანსპორტის მართვის სისტემები (TMS)
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
„პრომიქსი“ წარმოადგენს ბეტონისა და ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიას 2018 წლიდან. კომპანიის მფლობელობაშია ბეტონის ქარხანა ბათუმში და თბილისის ლოკაციებზე ბეტონის ქარხნები და სამსხვრევი საწარმოები.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგახვედრებთ მეგობრულ, დინამიურ და ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები.

პრომიქსისბათუმის ფილიალში ვაკანტურია ლოგისტიკის მენეჯერის პოზიცია.

პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტთან პროდუქტის დროული და ზუსტი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მიწოდების სრული ჯაჭვის მართვა - შეკვეთის მიღებიდან კლიენტთან მიწოდებამდე; ტრანსპორტირების მარშრუტების დაგეგმვა, მიწოდების გრაფიკების განსაზღვრა და მასალების გადაზიდვის ოპტიმალური სქემების შემუშავება;
  • გადაზიდვის დოკუმენტაციისა და კონტრაქტების მართვა;
  • GPS სისტემების და მარშრუტების ანალიტიკის გამოყენება ეფექტურობის გასაზრდელად;
  • გადაცდომების დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მიწოდების ვადებთან დაკავშირებით დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა შიდა და გარე კლიენტებთან;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება - მიწოდების შესრულების მაჩვენებლები, ტრანსპორტის ხარჯები, საწვავის მოხმარება-დანაკარგები და სხვა;
  • პროცესების ოპტიმიზაციის ინიცირება;
  • მონაცემთა ბაზის განახლება (საჭიროებისამებრ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ტრანსპორტის მენეჯმენტში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში (სასურველია);
  • ლოგისტიკის ან ტრანსპორტის მენეჯმენტის სფეროში გამოცდილება;
  • სატრანსპორტო მარშუტების დაგეგმვის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office - აუცილებელია Excel) ცოდნა;

დამატებითი დეტალები:
  • ვაკანტური პოზიცია: 1
  • ლოკაცია: ბათუმი
  • გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული

თქვენი უნარები და კარიერული ინტერესები თუ შეესაბამება ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მაშინ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@promix.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია: ლოგისტიკის მენეჯერი (ბათუმი)
რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „შპს გამას“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა,
ტრანსპორტის მართვის სისტემები (TMS)
ნახვები
უნიკალური ნახვები