29 ოქტ - 08 ნოე
სტანდარტი
კაზინოს გენერალური მენეჯერი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: კაზინო / აზარტული თამაშები კაზინოს მენეჯმენტი, სამაგიდო თამაშების მენეჯმენტი, კაზინოს გართობის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: მთავარი აღმასრულებელი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ყავა / ხილი / სნექები,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    კაზინო / აზარტული თამაშები კაზინოს მენეჯმენტი, სამაგიდო თამაშების მენეჯმენტი, კაზინოს გართობის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა აზარტული თამაშები და კაზინოები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი,დირექტორი,აღმასრულებელი რგოლი,მთავარი აღმასრულებელი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება
  • ენები: რუსული,ინგლისური

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას კაზინოს მენეჯერის პოზიციაზე გუდაურში (პროექტის ფარგლებში)

სამუშაო აღწერილობა:

  • კომპანიის ბიზნეს განვითარების გეგმის დასახვა და აღსრულება
  • ახალი პროექტების/პარტნიორების მოძიებაში ჩართულობა და მოძიება/მოზიდვა ან/და მომძიებლის მხარდაჭრა
  • ორგანიზაციის პროექტების საერთო მართვა: დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი;
  • პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების საქმიანობის კონტროლი;
  • პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების მიერ მომზადებული შუალედური და საბოლოო პროექტების გადახედვა/დამტკიცება;
  • წერილობითი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან;
  • ორგანიზაციის ადამიანური რესურსის მართვა: არსებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური წახალისების მექნიზმების გამოყენებით;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევის უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის თანამშრომლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება;
  • ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი წლიური ანგარიშის მომზადება დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან ერთად;
  • დირექტორის წინაშე ანგარიშგება, დასამტკიცებელი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში ინაწილებს წარმომადგენლობით ფუნქციებს დირექტორთან შეთანხმებით ცალკეულ კომპანიებთან მიმართებაში ( საერთაშორისო ორგანიზაციები)

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
  • 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სათამაშო ბიზნესის სფეროში , კაზინოს მენეჯერის; გენერალური მენეჯერის; საოპერაციო მენეჯერსი; სმენის მენეჯერის; პიტ ბოსის ან Floor მენეჯერის პოზიციებზე;
  • ოფისის პროგრამების ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV მეილზე recruitment15@hh.ge

კაზინო / აზარტული თამაშები
კაზინოს მენეჯმენტი,
სამაგიდო თამაშების მენეჯმენტი,
კაზინოს გართობის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები