30 ოქტ - 29 ნოე
სტანდარტი
გარე გაყიდვების მენეჯერი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, აჭარისწყალი
აჭარული ღვინის სახლი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები საცალო გაყიდვები, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები ღონისძიებების სერვისები დასვენება და მოგზაურობა რესტორნები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები საცალო გაყიდვები, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    კორპორატიული სერვისები ღონისძიებების სერვისები
    დასვენება და მოგზაურობა რესტორნები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
„აჭარული ღვინის სახლი“ ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გარე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეძლებს ჩვენი სერვისების, გაყიდვების განვითარებას და პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას.

თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა — ეს პოზიცია შენთვისაა!

პოზიციის მიზანი
  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შედგენა (თვე/სეზონი/წელი);
  • გაყიდვების მიზნების განსაზღვრა შემდეგ მიმართულებებში:
    • ქორწილები და ბანკეტები
    • კორპორატიული ღონისძიებები
    • ღვინის დეგუსტაციები და ტურისტული ჯგუფები
    • მასტერკლასები და კერძო ღონისძიებები
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების გამოყენება შეთავაზებების გასავრცელებლად (Facebook, Instagram, TikTok, Google Maps);

კლიენტებთან ურთიერთობა
  • პარტნიორობის დამყარება სასტუმროებთან, ტურისტულ კომპანიებთან, გიდებთან და ტრანსპორტის ოპერატორებთან;
  • ახალი კორპორატიული და ინდივიდუალური კლიენტების მოძიება;
  • შეთავაზებების და აქციების მომზადება ღონისძიებების გაყიდვების გასაზრდელად;
  • კორპორატიული პაკეტების, მასტერკლასების, დეგუსტაციების და საქორწინო სერვისების წარდგენა ტურისტულ სააგენტოებსა და კომპანიებთან.

მთავარი მიზნები
  • სტუმრების რაოდენობის ზრდა;
  • საშუალო ჩეკის (Average Bill) გაზრდა;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლება პარტნიორ ქსელში;
  • რეგულარული შემოსავლების სტაბილიზაცია (კორპორატიული შეკვეთები, ტურისტული ჯგუფები, ბანკეტები).

პირობები
  • ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი შედეგების მიხედვით
  • სამუშაო ადგილი: საოფისე (გარე გასვლები საჭიროებისამებრ)
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვის ვეძებთ
  • ადამიანს, რომელსაც აქვს გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში;
  • კომუნიკაბელურს, აქტიურს და დამოუკიდებლად მოქმედს;
  • მიზანდასახულს, ვისაც უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და გამოწვევები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: nino.zhgenti@mardi.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: nino.zhgenti@mardi.ge
გაყიდვები
საცალო გაყიდვები,
სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები