31 ოქტ - 29 ნოე
სტანდარტი
დღის ცვლის დანადგარის ოპერატორი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები დანადგარის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება შეფუთვა და კონტეინერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1350

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    წარმოება/ოპერაციები დანადგარის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება შეფუთვა და კონტეინერები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული
კომპანია „შვიდი პლასტის“, სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია ,,შვიდი პლასტი“ შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია „შვიდი პლასტი“ აცხადებს ვაკანსიას: დღის ცვლის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის. N54
სამუშაო გრაფიკი: 15 სამუშაო დღე თვეში
სამუშაო საათები: 08:00 საათიდან 20:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1350 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • დანადგართან მუშაობა;
  • დანადგარის რეგულირება;
  • გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • გამოშვებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
  • გამოშვებული პროდუქციის შეფუთვა;
  • საწარმოში არსებული ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
  • საწარმოს ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნოლოგიური პროცესის ათვისების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • სასურველია კანდიდატი ფლობდეს ტექნიკურ უნარებს;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
  • საწარმოში დანერგილი ჰიგიენისა და საწარმოო სტანდარტების დაცვა;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული გამოცდილების გარეშე არსებული კანდიდატები ადგილზე გაივლიან ანაზღაურებად პრაქტიკულ ეტაპს.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: recruiting@shvidimeat.com
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დღის ცვლის დანადგარის ოპერატორი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) „შვიდი პლასტში“. თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები