შემდეგი
31 ოქტ - 29 ნოე
სტარტი
მინის მჭრელი / მინაპაკეტის ამწყობი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@metalgeorgia.ge
ტელეფონი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
მინის მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია "ჯეო გლასს ალუმინიუმი" წარმოადგენს მინა-პაკეტის წარმოებას, მინა-პაკეტის საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელს. კომპანია 20 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარებით.
კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრებს მინის მჭრელი / მინაპაკეტის ამწყობი პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზღაურებას გამომუშავებით;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და წისვლის შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მინის ფურცლების მომზადება, გაწმენდა და სხვადასხვა ზომებზე დაჭრა სამუშაო გეგმის მიხედვით;
- მინის გაჭრა სპეციფიკაციების შესაბამისად, სხვადასხვა ზომებზე და ფორმებზე;
- მჭრელების და სხვა ხელსაწყოების გამოყენება, მინის სპეციალური დანადგარის გამოყენება მინის ზუსტი გაჭრისთვის.
- მინის ზედაპირის და კიდეების შემოწმება დეფექტებისაგან და დაზიანებისაგან დაცვაში;
- საჭიროების შემთხვევაში, მინის დამცავი მასალების და სპეციალური ფენების დამაგრება;
- მინის ჩარჩოების შერჩევა და შესაბამისი ზომების მიხედვით აწყობა;
- ჩარჩოების ფიქსაცია და მჭიდროდ დამაგრება, რათა პაკეტი გამძლე და მტკიცე იყოს;
- ჩარჩოების და მისის გარშემო დალუქვის მასალების წასმა ჰერმეტულობისა და ტემპერატურის კონტროლის უზრუნველსაყოფად;
- საბოლოო პროდუქტის შეკვრა და შემოწმება;
- პაკეტების საბოლოო გაწმენდა, ეტიკეტირება და პაკეტის პირამიდაზე განლაგება ტრანსპორტიბისთვის;
- უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სამუშაო გარემოს სისუფთავეში შენარჩუნება.
მოთხოვნები:
- გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 - 17:00, შაბათს 9:00 – 15:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე +995 550 007 195 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@metalgeorgia.ge და სათაურის ველში „მინის მჭრელი/ მინა პაკეტის ხელოსანი“.
შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.
შპს "ჯეო გლასს ალუმინიუმი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შეკეთება / მონტაჟი
მინის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები