დღეს - 29 ნოე
სტანდარტი
ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,საწვავის ხარჯების ანაზღაურება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი - ქუთაისში,
ქალაქში - ქუთაისი,
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით - ქუთაისში.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
  • მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა;
  • მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
  • ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
  • ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
  • საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
  • საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1300-2200₾;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პარკირების გადასახადის უზრუნველყოფა;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
  • ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.

გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5SyjTBne

შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები