დღეს - 29 ნოე
სტანდარტი
IT ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
ფოთი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - IT ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით- ფოთი

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება
  • მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა
  • მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება
  • ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა
  • EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია

მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
  • საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
  • საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1300-2200₾;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;
  • ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/y5Iw22Cb
შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები