დღეს - 30 ნოე
სტანდარტი
მორიგე ექთანი კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის სამსახურში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@joann.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის სამსახურში მორიგე ექთნის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, გივი ჟვანიას 17
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
- სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
- მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
- ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
- ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების უზრუნველყოფა;
- სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
- პაციენტის დაბრკოლების, ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთანის ინფორმირება;
- ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
- პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზოგადი სამედიცინო განათლება;
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დადგენილი შინაგანაწესით მუშაობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@joann.ge გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივრსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები
