ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
ტექტო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
“ტექტო ჯგუფი” – სამშენებლო კომპანია, რომელიც აჭარის რეგიონში ქმნის ინოვაციურ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს.
ტექტო ჯგუფის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაციაა.საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
ტექტო ჯგუფი თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
ტექტო ჯგუფის ინოვაციურ მარკეტინგის გუნდში ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.
ვის ვეძებთ ?
თუ ხარ შემოქმედებითი, სწრაფი, გემოვნებიანი, თუ თვლი რომ დიზაინი კომპანიის იმიჯისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ მზად ხარ სხვადასხვა საინტერესო პროექტები შენს სახელს უკავშირდებოდეს, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
მოვალეობა:
- მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა/დამუშავება;
- სოციალური ქსელებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn)
- სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების (საიმიჯო ბუკლეტები, კატალოგები, პროდუქციის სარეკლამო ბროშურები, პოსტერები, ფლაერები) მომზადება;
- სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის აღება;
მოთხოვნები:
- InDesign , Adobe Photoshop, Illustrator, Canva, Figma (მუშაობა ფიგმაში სავალდებულო)პროგრამების ცოდნა;
- გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში (სავალდებულო)
- საბაზისო motion დიზაინი (გიფები, მოკლე ანიმაციები) – უპირატესობად ჩაითვლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
გთავაზობთ
- მეგობრული სამუშაო გარემოს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (დასაშვებია დისტანციური თანამშრომლობა)
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: info@tekto.ge
გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 ნოემბერი.
