შემდეგი
11 ნოე - 10 დეკ
ვიპ CV
პრობლემური აქტივების მართვის დირექტორი
თბილისი
კომპანია
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა იურიდიული იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა იურიდიულიიურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: საფინანსო სერვისები, ეკონომიკა
- ენები: ინგლისური
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის დირექტორის პოზიციაზე
საერთაშორისო ფინანსური ჰოლდინგის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთ პრობლენური აქტივების მართვის კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის დირექტორის პოზიციაზე.
კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ე.წ. „კოლექტორულ“ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
- პროცესებზე დაკვირვების, ანალიზისა და მასზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- სისტემაში თანამშრომელთა აქტივობებზე დაკვირვება, გაანალიზება, შედარება სხვადასხვა პარამეტრებთან, ხარისხის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამეთვალყურეო საბჭოსთვის ან/და გადაწყვეტილებების მიღება;
- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურიზება, როლების განაწილება, დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის ორგანიზება და მათი მონიტორინგი;
- დეპარტამენტის ყოველთვიური გეგმის შესრულებისათვის აუცილებელი ღონისძიების დაგეგმვა, ორგანიზება და აღსრულება. აგრეთვე, პროცესზე დაკვირვებით იმ ფაქტორებისა და გარემოებების გამოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული თანამშრომლის ეფექტიანობაზე;
- თანამშრომელთა ეფექტიანობის კონტროლისა და პროცესებზე ეფექტური დაკვირვების მიზნით კომპანიის აქტივების მართვის სისტემის დეველოპმენტში მონაწილეობა;
- თანამშრომელთა მიერ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებული რიგი გადაწყვეტილებების რენდომად შერჩევა, რევიზია და შეფასება (შესაბამისი დასკვნის მომზადება);
- აქტივების დამუშავების პროცესში თანამშრომელთა მხრიდან, მათზე დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებს მიღმა მოთხოვნილი საკითხების გადაწყვეტა;
- კომპანიის თანამშრომელთა ეფექტიანობის ან/და აქტივების მართვის სისტემის შესახებ მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სინქრონულად და გუნდურად მუშაობა მიისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ყოველთვიური შემოსავლების გეგმის შესრულება;
- სტატისტიკური მოდელების შემუშავება და მათი ოპტიმიზაცია, პროგნოზირების მოდელების შექმნა და შეფასება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან, მენეჯმენტისგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა არასტანდარტული რეპორტის ფორმირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0