12 ნოე - 21 ნოე
სტანდარტი
მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე
პოზიციის მიზანი
პროგრამის ხელმძღვანელის ძირითადი ამოცანაა უნივერსიტეტი „ალტერბრიჯის“ საგანმანათლებლო საქმიანობის მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და განვითარების ხელშეწყობა უნივერსიტეტის მისიის, ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. პროგრამის ხელმძღვანელის ამოცანაა საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება და სწავლის პროცესის უწყვეტი გაუმჯობესება.

ფუნქცია-მოვალეობები:
მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის დაგეგმვა და განვითარება
გარე ურთიერთობები და განვითარების ხელშეწყობა
პროგრამის განხორციელება და აკადემიური მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
სასურველია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მასობრივი კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, მედიამენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე მიმართულებაში.
მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის დაგეგმვა და განვითარება
- უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლების შედეგებისა და შინაარსის შესაბამისობას უმაღლესი განათლების სტანდარტებთან და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკასთან;
- გეგმავს, ახორციელებს და აახლებს პროგრამის სტრუქტურასა და სასწავლო გეგმას შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს სწავლების ხარისხზე — სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო რესურსების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
გარე ურთიერთობები და განვითარების ხელშეწყობა
- თანამშრომლობს მედია ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, დამსაქმებლებთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან;
- ხელს უწყობს სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას;
- მონაწილეობს პროგრამის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორული პროექტების განხორციელებაში.
პროგრამის განხორციელება და აკადემიური მართვა
- უზრუნველყოფს სასწავლო კომპონენტების ოპტიმალურ განაწილებას, სასწავლო გრაფიკის შესრულებას და აკადემიური რესურსების ეფექტურ გამოყენებას;
- მონაწილეობს აკადემიური პერსონალის შერჩევასა და პროფესიული განვითარების პროცესში;
- უზრუნველყოფს სტუდენტთა კონსულტირებასა და მათ აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში;
- ზრუნავს საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგის შექმნა/განახლებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
სასურველია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მასობრივი კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, მედიამენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე მიმართულებაში.
გამოცდილება:
- უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო პროგრამების მართვასა ან ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში;
უნარები და კომპეტენციები:
განაცხადის წარდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განახლებული რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@alterbridge.edu.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: „პროგრამის ხელმძღვანელი – მასობრივი კომუნიკაცია“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2025 წლის 25 ნოემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2025 წლის 5 დეკემბრამდე;
- სტრატეგიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
განაცხადის წარდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განახლებული რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@alterbridge.edu.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: „პროგრამის ხელმძღვანელი – მასობრივი კომუნიკაცია“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2025 წლის 25 ნოემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2025 წლის 5 დეკემბრამდე;
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები