12 ნოე - 12 დეკ
სტანდარტი
დიასახლისი
თბილისის შემოგარენი, კიკეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ჰაუსქიფინგი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1400 - 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
აუთსორსინგული საკონსულტაციო კომპანია AACC პარტნიორი ორგანიზაციისთვის - „კიკეთის კონცეპტუალური სივრცე / კიკეთის ფერმა“- აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
კიკეთის ფერმა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, ბუნებრივ გარემოსა და დასვენებისთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ზონებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • სასტუმრო ოთახების, სველი წერტილებისა და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების შესაბამისად;

მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება და ნარჩენების მინიმიზაცია შესაძლებლობის ფარგლებში;

პირობები;
  • სრული განაკვეთი, 40სთ-იანი სამუშაო კვირა;
  • (დილის ცვლა: 09:00–18:00; საღამოს ცვლა: 14:00–23:00)
  • ადგილმდებარეობა: კიკეთის ფერმა - კომპანია "აბანო N1"
  • ტრანსპორტირება: დილის ცვლის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას საბურთალოდან, ასევეე ტრანსპორტირების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
  • კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ;
  • ანაზღაურება: 1400-1500 ლარი (Net);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ უმარტივესი კითხვარი ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1Ndjqc01QWXrzAD6GyNzef7iICynXRZvcKdsCPGnqfII/edit
ან გადმოგვიგზვნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@aacc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: „დიასახლისი-კიკეთის ფერმა“.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
“ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჰაუსქიფინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები