17 ნოე - 16 დეკ
სტანდარტი
სამშენებლო პროექტების გენერალური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@gtc.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
ჯითისი ქონსთრაქშენი სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.
პოზიცია : სამშენებლო პროექტების გენერალური მენეჯერი
პოზიცია : სამშენებლო პროექტების გენერალური მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გეგმა-გრაფიკების მომზადება, მართვა, გრაფიკის ცვლილების ან/და დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება
- პროექტის მენეჯერის და საქმეთა მწარმოებლის მიერ იდენტიფიცირებული ხარვეზების ანალიზი და კონტროლი
- მუდმივი კომუნიკაცია სამშენებლო პროცესებში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, დამკვეთი, პროექტის დაგეგმარებაში ჩართული სხვა პირები) და მათი კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- დამკვეთის, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების მიერ სახელშეკრულებო პირობების შესრულებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
- სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ყოველთვიური რეპორტის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
- პროექტის რისკების ანალიზი და მართვა
- სახარჯთაღიცხვო ბიუჯეტის ანალიზი, მართვა/ზედამხედველობა, ოპტიმალური ხარჯვის უზრუნველყოფა და გადახარჯვის პრევენცია
- სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი კონტროლი, საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მასალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა და მოძიება;
- სამშენებლო ობიექტზე წარმოშობილი პრობლემების/კონფლიქტური სიტუაციების ოპტიმალური გადაწყვეტა, დაქვემდებარებული პირების ობიექტზე დროული გამოცხადებისა და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების კონტროლი.
- უშუალო ხელმძღვანელისა და პროექტის დამკვეთისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის სტატუსის შესახებ, მათ შორის, პროგრესის, ფინანსური მდგომარეობისა და ნებისმიერი საკითხის შესახებ.
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონითა და სამშენებლო სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, შრომის უსაფრთოების მენეჯერის მიერ იდენტიფიცირებული ყველა რისკის აღმოფხვრა და მითითებების დროული შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით
- სავალდებულოა გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვის კუთხით;
- სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარჩევა (ფასადები,გეგმები, ჭრილები)
- სამშენებლო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (არქიკადი, ავტოკადი,Excel, Word, Powerpoint) ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
