17 ნოე - 16 დეკ
სტანდარტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@gtc.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ჯითისი ქონსთრაქშენი სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.
პოზიცია : შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (სამშენებლო მიმართულებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ მოთხოვნების შესრულება;
- ტექნიკური სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების სტანდარტების დამუშავება;
- სტანდარტების დაცულობის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირების უზრუნველყოფა;
- კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულებში საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
- პერსონალის (პროფესიების მიხედვით), პერიოდული სამედიცინო შემოწმების დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება;
- პერსონალისათვის სავალდებულო სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება
- კომპანიის ობიექტების და სამუშაო ადგილების შემოვლა-დათვალიერება, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი, დეფექტების აღრიცხვა, შესაბამისი სტრ. ერთეულების
- ხელმძღვანელებისგან მითითებულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრის მოთხოვნა;
- რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
- ინციდენტების დოკუმენტირება, სტატისტიკისა და რეპორტინგის წარმოება.
- პერსონალის შემოწმება-კონტროლი სამუშაო ადგილებზე და შრომის დისციპლინისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გატარება;
- ხშირად დაფიქსირებული დარღვევების სისტემური გადაწყვეტის გზების მოძიება და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS office პროგრამების ცოდნა:
- აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი (ვადით მინიმუმ 2 წელი) ან დიპლომი.
- შრომის უსაფრთოხების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით (სახელფასო ფონდი, სრული განაკვეთით 1500 -2000 ლარი)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: careers@gtc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
