შემდეგი
21 ნოე - 21 დეკ
სტარტი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@cito.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
შპს სამედიცინო ცენტრი „ციტო“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
ძირითადი მოვალეობები:
- ადამიანურ რესურსებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მისი სიზუსტის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების აყვანა, პოზიციის ცვლილება, დაქვეითება, გათავისუფლება, დისციპლინარული ნორმების ამოქმედება;კომპანიაში დადგენილი პოლიტიკის საფუძველზე თანამშრომელთა შეფასება;
- არსებულ თანამშრომელთა მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
- პირადი საქმეების წარმოება;
- საჭიროებისამებრ სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება;
- სახელფასო ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
- პერსონალის შეფასების პროცესის შემუშავება და დანერგვა;
- სამუშაო აღწერილობების განახლება (უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით);
- სამოტივაციო პროგრამის შემუშავება და დანერგვა;
- მომსახურე იურიდიულ კომპანიასთან თანამშრომლობა, ხელშეკრულებების კოორდინირება, სამართლებრივი საკითხების ზედამხედველობა;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება;ირადი საქმეების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- განათლება: უმაღლესი
- გამოცდილება: 2 წელი მსგავს პოზიციაზე (სასურველია სამედიცინო სფერო);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- გუნდში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო დრო:
- ერთი კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 17:00, შაბათი 09:00 - 14:00
- მეორე კვირა: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
- ყოველი მეორე შაბათი დასვენება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“ (შემდგომში „ციტო“, ს/ნ: 204888461, ტელ: 0322290671, მის: თბილისი, ფალიაშვილის ქ. #40) თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და დასაქმებით დაინტერესებული კანდიდატის განაცხადს/აპლიკაციას განიხილავს, შეაფასებს, გადაწყვეტილებას მიიღებს დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული წინამდებარე თანხმობის საფუძველზე.
იმისთვის, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით „ციტომ“ მიიღოს გადაწყვეტილება, დასაქმების კანდიდატი წარადგენს განცხადებას/აპლიკაციას. აღნიშნულთან ერთად, შესაძლოა, „ციტომ“ მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, გასაუბრება, ტესტირება ან გამოიყენოს შეფასების სხვა მეთოდები. ამ პროცესის ფარგლებში „ციტო“ დაამუშავებს კანდიდატის ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სხვა ნებისმიერი დამატებითი მონაცემი, რაც საჭირო იქნება „ციტოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განსახილველად.
მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს ამ ფორმაზე გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც გამოიხატება კანდიდატის მიერ მისი პერსონალური მონაცემების „ციტოსთვის“ წარდგენით. კანდიდატს აქვს აღნიშნული თანხმობის ნებისმიერ დროს გამოთხოვა/გაუქმების უფლება, რის შემდგომაც დამსაქმებელი შეაჩერებს მისი აპლიკაციის განხილვას და გაანადგურებს მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ დასაქმების კანდიდატის თანხმობის საფუძველზე მოხდება, „ციტო“ მონაცემებს შეინახავს/დაამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. კანდიდატის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს, თუ ამას განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ან კომპანიის შიდა პოლიტიკა.
„ციტო“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს წარმართავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატი, მისი პერსონალური მონაცემების „ციტოსთვის“ წარდგენით, ადასტურებს, რომ გაეცნო შპს „სამედიცინო ცენტრი ციტოს“ მიერ დასაქმების კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს (გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://cito.ge/personal-data/ - career-policy) და თანახმაა, კომპანიას გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები შემდგომი დამუშავება/შენახვის მიზნით.
აღნიშნულ თანხმობას „ციტო“ განიხილავს აუცილებელ წინაპირობად კანდიდატის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისთვის.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები