დღეს - 23 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: m.gvritishvili@agronom.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/
შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სოფლის მეურნებისთვის გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის მიმართულებით).
პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაოს ადგიმდებარეობა: კადრის ძირითადი სამუშაო ადგილი იქნება თბილისი და ასევე, საქართველოს რეგიონები;
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი;
ყოველთვიური შემოსავალი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი, გაიყიდული პროდუქციის მიხედვით. ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრება მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
- შეხვედრების გამართვა, როგორც თბილისში, ასევე საქართელოს სხვადასხვა რეგიონებში;
- ყოველდღიური რეპორტინგი, ჩატარებული დღის შესახებ;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება / შეთავაზაების გაცნობა.
- მომხამრებების მოძიება;
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა / შესრულება;
- შემოსავლის ბიუჯეტირება, პროგნოზირება
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით, ჩართულობა მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრაში და შესაბამისი ამოცანების დასახვა
- მცირე ტექნიკის გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა, გეგმის შედგენა და სრული ციკლის წარმოება;
- პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსლი ენების ცოდნა B2 დონეზე;
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა;
- სოფლის მეურნებოსთვის გამოსაყენებლი მცირე ტქნიკის მახასიათებლების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე(CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - “კანონის”) მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ. , N 27, ბინა N26 , ელ-ფოსტა: agronom@agronom.com.ge (შემდგომში - „კომპანია“) საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა “კომპანიის” ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
