დღეს - 02 იან
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: დღე/ღამის ცვლა
- ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:
- საწვავის ლიმიტი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ყოველთვიური კვების დანამატი
- სამოტივაციო პროგრამები
- სწავლებისა და განვითარების სისტემა
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
ძირითადი მოვალეობები
- ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
- მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
- დანადგარების ელექტროკარადების პერიოდული მეთვალყურეობა: ვიზუალური კონტროლი, წმენდა, ელექტროსადენების და კონტაქტების გადამოწმება. პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა
- ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
- ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
- ავარიული შემთხევების დროული ლიკვიდაცია
- არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
- უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
- ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები
