შემდეგი
11 დეკ - 09 იან
სტანდარტი
ბუღალტრის ასისტენტი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@fsmac.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები - ენები: ინგლისური,რუსული
F.S. Mackenzie Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში:
- საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
- შესყიდვებისა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და RS.ge-ზე დადასტურება;
- დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, სწორი და დროული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განაღლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- MS Office-ის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge
სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები