15 დეკ - 10 იან
სტარტი
უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი
თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr.batumi@schoolprogress.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები, სათვალთვალო მონიტორინგი, ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფეცერის პოზიციაზე , შემდეგ ქალაქებში : თბილისი / ქუთაისი / ბათუმი , თითოეულ ფილიალში პოზიციის რაოდენობა - 2 .
პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლები უწყვეტ პროგრესს ქმნის საქართველოს სამ ქალაქში:
ქუთაისი {2002 წლიდან}
ბათუმი {2015 წლიდან}
თბილისი {2017 წლიდან}
პროგრესს როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს “College Board-ის”ავტორიზაცია აქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს რომ გავცეთ სახელწიფო ატესტატი და ამერიკული დიპლომი. სკოლას, ასევე, მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced”.
აკრედიტაციები სკოლას ანიჭებს უფლებას განახორციელოს ორმაგი, ქართულ-ამერიკული კურიკულუმი და მოსწავლეებს მიანიჭოს ოფიციალური ამერიკული უმაღლესი საშუალო სკოლის დიპლომი საქართველოში.
პოზიციის მიზანი
უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი პასუხისმგებელია სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მოსწავლეთა კეთილდღეობის დაცვაზე, დისციპლინის სტანდარტების ზედამხედველობასა და საგანგებო სიტუაციების დროულ მართვაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
უსაფრთხოების მართვა და მონიტორინგი:
- სკოლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი;
- უსაფრთხოების წესების აღსრულებაზე ზედამხედველობა;
- ვიდეოთვალთვალის სისტემის მართვა და ტექნიკური ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა შესაბამის სამსახურთან;
- საგანგებო სიტუაციებში მონაწილეობის მიღება (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) და მოსწავლეების, თანამშრომლების უსაფრთხო ევაკუაციის მხარდაჭერა.
დისციპლინის მართვა:
- დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება სკოლაში არსებული წესებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
- კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიკაცია და მედიაციის პროცესში მონაწილეობა;
- დისციპლინური გადაცდომების შესახებ ფაქტის დაფიქსირება, დარღვევების ელექტრონული ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება;
- მოსწავლეთა, თანამშრომელთა და ვიზიტორთა მიერ დისციპლინის დაცვის მონიტორინგი.
საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა :
- მოსწავლეთა ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სამართლებრივი საკითხების შესახებ (საგზაო უსაფრთხოება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სხვა);
- ქცევითი სირთულეების მქონე მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- სკოლის დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა დისციპლინის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიზნით;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B1 დონე).
უპირატესობად ჩაითვლება:
- გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უსაფრთხოების/დისციპლინის მიმართულებით;
- კრიზისული სიტუაციებისა და კონფლიქტების მართვის უნარები.
განაცხადის შემოტანა:
ბათუმის კანდიდატები განაცხადს აგზავნიან : Hr.batumi@schoolprogress.ge
ქუთაისის კანდიდატები განაცხადს აგზავნიან: hr.kutaisi@schoolprogress.ge
თბილისის კანდიდატები განაცხადს აგზავნიან: hrtbilisi@schoolprogress.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი” .
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 იანვრამდე .
მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
არასრული ან მოთხოვნებთან შეუსაბამო განაცხადები განხილვის გარეშე რჩება.
საგანმანათლებლო ქსელი „პროგრესი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები,
სათვალთვალო მონიტორინგი,
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
