15 დეკ - 29 დეკ
სტარტი
ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი, უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი, უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
ს.ს “ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:
  • დოკუმენტების მომზადება ინვესტორებისთვის (ბანკის კვარტლური პრეზენტაციები, კვარტლური რეპორტები, ბროშურები, პრეს რელიზები და სხვა დოკუმენტები);
  • ინვესტორებთან რეგულარული კომუნიკაცია, რეპორტინგი, სიახლეების და პრეს-რელიზების გაზიარება;
  • კოორდინაციის გაწევა ბანკის წლიური და ნახევარწლიური ანგარიშისთვის, ინფორმაციის შეგროვება, წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების მომზადება;
  • რეგულარულად განახლება ბანკის ინვესტორების გვერდის შინაარსისა და მისი მართვა;
  • უშუალო და ზემდგომი უფროსების მიერ განსაზღვრული სხვა რეპორტების/ პრეზენტაციების მომზადება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება: რეპორტინგის,ინვესტორებთან ურთიერთობის ან კაპიტალის ბაზრების მიმართულებით (საბანკო ან შესაბამის საფინანსო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი,
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები