დღეს - 13 იან
სტანდარტი
სავაჭრო წარმომადგენელი / პრისეილერი
საქართველოს მასშტაბით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.geo@pepsico.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს სავაჭრო წარმომადგენლის / პრისეილერის თანამდებობაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში:
აღმოსავლეთ საქართველო - კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი;
ბორჯომის და ახალციხის რეგიონი;
დასავლეთ საქართველო - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიერ დასახული საოპერაციო გეგმის მიხედვით უზრუნველყოს თავისი სამოქმედო ტერიტორიაზე დღიური / ყოველკვირეული / ყოველთვიური გეგმის შესრულებას შემდეგი მაჩვენებლებით: მოცულობა კილოგრამში, მოცულობა თანხაში, მოცულობა კატეგორიებით, KPI (შესრულების ძირითადი მაჩვენებლები);
- მკაცრად დაიცვას დღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური მარშრუტი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (აქტიურ კლიენტთა ბაზა, მარშრუტიზაცია, დაგეგმილი დღიური ვიზიტების რაოდენობა, წარმატებული ვიზიტების რაოდენობა, ვიზიტების სიხშირე, საშუალო შეკვეთა, და ა.შ.) რათა მიღწეულ იქნას მარშრუტის მაქსიმალური პროდუქტიულობა;
- უზრუნველყოს განსაზღვრული გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესრულება-განხორციელება დაგეგმილი შედეგის მისაღწევად
- უზრუნველყოს სწორი და ზუსტი რეპორტინგი განთავსებულ/დამონტაჟებულ სავაჭრო მოწყობილობებზე, უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტების შევსება (მაცივრის გატანის/გამოტანის ფორმა, კონტრაქტი, სავაჭრო მოწყობილობის ფოტოები და ა.შ
- თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოს სავაჭრო მოწყობილობის / მაცივრების შესაბამისი კონტროლი
- ჩაანაცვლოს გუნდის დანარჩენი წევრები მათი არყოფნის დროს
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- ქართული ენა - თავისუფლად, სასურველია ინგლისური
- MS Office პროგრამების ცოდნა
- კომუნიკაციის უნარები
- დეტალებზე ორიენტირების უნარი
- მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური
- აუცილებელია მართვის მოწმობისა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ქონა.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 15 იანვრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
წინასწარი გაყიდვების ტექნიკა და სტრატეგიები
ნახვები
უნიკალური ნახვები
