დღეს - 14 იან
ვიპ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი/საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@rsline.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვილოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური
კომპანია RS Line აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
კომპანიის საქმიანობაა : რითეილ და საბანკო ტექნოლოგიების, ასევე კომერციული ინვენტარის და დანდგარების იმპორტი და რეალიზაცია მთელი საქართველოს მაშტაბით
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ ინოვაციური, მეგობრული და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 8ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 10:00-19:00 ;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანსია : კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თანამდებობის ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
- პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
- გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა.
- ახალი პროდუქტების შესწავლა და მოძიება
- პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა.
- ტენდერების და სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დარწმუნების უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
ვაკანსია: საერთაშორისო შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მომწოდებლების მოძიება, ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
- არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
- მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და მოწოდების პირობების გაუმჯობებესების მიზნით.
- პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
- ნაშთების კონტროლი და შესყიდვების პროპორციული დაგეგმვა. მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განახლების უზრუნველყოფა
- შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება.
- შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
- საზღვარგარეთ მოგზაურობა საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
- სერვისის დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია და არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარება;
- მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება
- სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
- ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების,სისწორის და სისრულის კონტროლი;
- საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური,
- სასურველია არა აუცილებელი თურქული და რუსული ენების ცოდნა ,
- სასურველია გამოცდილება საერთაშორისო ლოჯისტიკის და შესყიდვების სფეროში
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე HR@rsline.ge ; rsline.hr2@gmail.com ; გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
