დღეს - 14 იან
სტარტი
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    დაზღვევა კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
  • ენები: ინგლისური
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი
კომპანია: საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი .
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფანჯიკიძის ნ 22
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევის მიმართულების ეფექტიან მართვას, ზარალების კონტროლს, ანდერაიტინგის პროცესების გამართულ ფუნქციონირებას, გუნდის განვითარებასა და კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამის საქმიანობას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
  • სამედიცინო ზარალების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო ანდერაიტინგის წარმოება და კონტროლი;
  • ოჯახის ექიმების საქმიანობის მართვა და სამედიცინო პროვაიდერებთან ურთიერთობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ქოლ-ცენტრის მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგისა და მოტივაციის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დაზღვევაში არსებული მონაცემებისა და მასალების საფუძველზე ანალიტიკურ-სტატისტიკური სამუშაოების წარმოება;
  • ახალი სამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების შემუშავების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის სტრატეგიითა და შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სასურველია გამოცდილება სადაზღვევო სექტორში;
  • სამედიცინო დაზღვევის პროცესებისა და ანდერაიტინგის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდის მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები.

დამატებითი უნარები
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე -gabelia@myigg.ge და მიუთითოთ სათაურში პოზიცია.

დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები