დღეს - 15 იან
სტანდარტი
მარკეტინგისა და სტუდენტთა სერვისების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • ენები: ქართული
„საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და სტუდენტთა სერვისების მენეჯერის პოზიციაზე.

საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA არის თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებსა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
სამუშაო გრაფიკი - სრული: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30, შესვენება 1 საათი
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • მუნიციპალურ ტრასპორტზე შეღავათიან ტარიფს
  • აკადემიის შიგნით სასწავლო საქმიანობის შეთავსებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქციები:
  • მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით;
  • ვებგვერდისა და სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა) მართვა და კონტენტის შექმნა;
  • სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი;
  • ვიზუალური მასალების (პოსტერები, ბანერები, პრეზენტაციები, ციფრული ვიზუალები) მომზადება;
  • სტუდენტებთან, აბიტურიენტებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
  • პროფორიენტაციული და ექსტრაკურიკულური ღონისძიებების ორგანიზება და გაშუქება;
  • მარკეტინგული და სტუდენტური სერვისების აქტივობების ანალიტიკა და ანგარიშგება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის და/ან კომუნიკაციის მსგავს პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • პრეზენტაციების მომზადებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა (PowerPoint, Canva, Google Slides);
  • სოციალური ქსელების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Business Suite და სხვა).

საკვანძო კომპეტენციები:
  • ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის უნარი;
  • ვიზუალური კომუნიკაციის საბაზისო ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე career@sba.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 იანვარი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

„SBA” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას „SBA” ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კოლეჯისათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები