დღეს - 17 იან
სტანდარტი
სოციალური მუშაკი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება, ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1300 - 1808

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    არასამთავრობო (NGO) ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება, ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე

ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი)

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: სოციალური მუშაკი - 1808 ლარი (დარიცხული)
სოციალური მუშაკი (მაძიებელი)- 1300 ლარი (დარიცხული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციალურ მუშაობაში, ან სამართლის, ან საჯარო მმართველობის, ან ჯანმრთელობის დაცვის, ან განათლების მეცნიერებების, ან ფსიქოლოგიის, ან სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში, ან სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არანაკლებ 45 კრედიტით.
  • სასურველია სოციალურ მუშაკად ან პედაგოგად, ან სამედიცინო ან სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

სხვა უნარ-ჩვევები
  • წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა;
  • ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) თავშესაფრის მომსახურების ფარგლებში ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის შეფასების პროცესის წარმართვა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge
საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32


არასამთავრობო (NGO)
ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა,
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება,
ანტიტრეფიკინგის ინიციატივები
ნახვები
უნიკალური ნახვები