დღეს - 20 იან
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- ენები: ქართული
ქართული - ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება - ჰოლისი“ აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე
ცენტრი ორიენტირებულია გუნდის სისტემატიურ განვითარებაზე. ამისთვის ხდება თერაპევტების სისტემატიური გადამზადება, როგორც საქართველოში,ისე ავსტრიაში. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
- ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
- კლიენტის ფიზიკური განვითარების (ნატიფი და მსხვილი, მოტორული ფუნქციების) შეფასება და გადაფასება;
- ინტერვენციის გეგმის გაწერა;
- მშობელთა კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში.
- ფიზიკური თერაპიული ჩარევა სამუშაო პროცესში;
- მხარდამჭერი დამხმარე საშუალებების შერჩევა და მორგება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის და ორგანიზაციული დოკუმენტაციის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტის დროს კლიენტის თანხლება;
- ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან;
- ინფორმაციის გაზიარება, პროფესიული კონტაქტი საერთაშორისო ექსპერტებთან.
- სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას (ავსტრიულ ცენტრებში ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით).
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 8:00 დან 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0
