დღეს - 25 დეკ
სტარტი
საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1025

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობის დასაკავებლად: საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ადგილების რაოდენობა – 1 (ერთი) არასრული საშტატო განაკვეთი;
თანამდებობრივი სარგო : 1025 ლარი;

ფუნქციები:
  • ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა და ინსტიტუტის თითოეულ ქვედანაყოფამდე დაყვანა;
  • საინფორმაციო რესურსების ინფორმაციის დამუშავება
  • ინტერნეტში სამეცნიერო, ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფორმაციის ძიება;
  • ინსტიტუტის სიახლეების ვებ გვერდზე განთავსება;
  • ინსტიტუტის ვებ გვერდის და სოციალური ქსელის გამართულად მუშაობის განხორციელება.
  • საგრანტო ინფორმაციის მოძიება ინსტიტუტის თემატიკებზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა,
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი,
  • გუნდურად მუშაობის უნარი,
  • შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • პროდუქტიულობა.

ენების ცოდნა:
სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:
კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;

შენიშვნა:
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის
წარმოდგენა).

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის xlomidze@sipt.org.ge საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 დეკემბერს.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული
ფოსტის მისამართზე
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები