დღეს - 24 დეკ
სტარტი
ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR მონაცემთა მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობის დასაკავებლად:
ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
ადგილების რაოდენობა – 1 (ერთი) შტატგარეშე თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო : 1025 ლარი;

ფუნქციები:
  • ადამიანური რესურსების მონაცემების შეყვანა და განახლება ბაზებში;
  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
  • თანამშრომლებისათვის სადაზღვევო კომპანიასთან დახმარების გაწევა
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა,
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი,
  • გუნდურად მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • პროდუქტიულობა.

ენების ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს Microsoft Office Word, Microsoft Office Excel

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • ორი რეკომენდატორის: სახელი, გვარი: სამუშაო ადგილი; თანამდებობა; ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტის მისამართი.

შენიშვნა:
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა).

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის xlomidze@sipt.org.ge საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 დეკემბერს.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა,
მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე
ადამიანური რესურსები
HR მონაცემთა მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები