დღეს - 20 იან
სტანდარტი
მებაღე
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა მებაღეობა, სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა:
ტერიტორიის მწვანე ზოლის სისუფთავისა და მოვლის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ვიდეოკონტენტის თემების დაგეგმვა და კონტენტ კალენდრის შედგენა ბრენდის სტრატეგიის ტერიტორიის მწვანე ზოლის სისუფთავისა და მოვლის უზრუნველყოფა
  • გაზონის, მცენარეების, ყვავილებისა და ხეების მოვლა (დარგვა, გამარგლვა, გასხლვა, მორწყვა)
  • გაზონისა და ნარგავების გაკრეჭა დადგენილი გრაფიკისა და სეზონის შესაბამისად
  • სარწყავი სისტემების გამოყენება და მათი გამართული მუშაობის კონტროლი
  • ბაღისა და მწვანე სივრცეების ესთეტიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შეთავაზება
  • მცენარეების დაზიანების, დაავადების ან ჭკნობის დროული ამოცნობა და რეაგირება
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი მიღებული მცენარეების ჩამოტვირთვა, გადატანა და დასაწყობება

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მცენარეების, ყვავილებისა და ხეების მოვლის ცოდნა
  • დარგვის, გასხვლისა და გამრავლების საფუძვლების ცოდნა
  • სარწყავი სისტემების გამოყენების უნარი
  • ნიადაგის ტიპებისა და სასუქების საბაზისო ცოდნა
  • სეზონური სამუშაოების დაგეგმვის გამოცდილება
  • მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების ამოცნობის უნარი (საბაზისო დონეზე)
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • საკუთარი საქმისა და პროფესიის სიყვარული
  • ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა გამოცდილებას.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ბაქოს ქN1-საბაგირო გზის მიმღები სადგური; ყადირ შერვაშიძის აღმართი N78, საბაგირო გზის ზედა სადგური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • უზრუნველყოფილია ფორმით, საჭირო სამუშაო ხელსაწყოებით
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით
  • კვება: უზრუნველყოფილია

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
სოფლის მეურნეობა
მებაღეობა,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები