შემდეგი
დღეს - 21 იან
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - ენები: ქართული
„მედლაბ 2024“ საერთაშორისო სტანდარტების მქონე, მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ლაბორატორია, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულყოფილი ლაბორატორიული მომსახურებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განრიგი: 10:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განრიგი: 10:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:
- სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
- გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება;
- ლაბორატორიის პროდუქტების ძირითადი მახასიათებლების სწავლების მზაობა;
- თავაზიანი და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ელფოსტაზე Hr@medlab.com.ge გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!
მოგახსენებთ, რომ შპს "მედლაბ 2024" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "მედლაბ 2024"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "მედლაბ 2024"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით. მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@medlab.com.ge გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები