დღეს - 27 იან
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
სისტემების ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
სისტემების ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „ზერონი“ უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.
„ზერონის’’ წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
პოზიციის დასახელება: Plumbing სისტემების ინჟინერი
„ზერონის’’ წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
პოზიციის დასახელება: Plumbing სისტემების ინჟინერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის წყალმომარაგების, წყალარინების, წვიმისა და სახანძრო სისტემების პროექტირება.
- სანტექნიკური განლაგების, სქემებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შექმნა.
- ჰიდრავლიკური გამოთვლების და მილსადენების პარამეტრების განსაზღვრის უნარი;
- გარე ქსელების პროექტირების გამოცდილება;
- ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
- ინჟინრული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ტექნიკური გამოთვლების წარმოება.
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციები, გამოთვლები და ანგარიშები.
- არქიტექტორებთან, კონსტრუქციულ ინჟინრებთან და სხვა MEP დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა, სისტემების ოპტიმალურად ინტეგრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო -საიჟინრო კუთხით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office+ AutoCAD)
- Revit (სასურველია) ან AutoCAD-ის გამოყენება 3D მოდელებისა და 2D ნახაზების შესაქმნელად.
- ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- ორგანიზებულობა;
- კოორდინაციის უნარი;
- მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
- პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
- სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 26 იანვრამდე;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.
ინჟინერია
სისტემების ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
