დღეს - 28 იან
სტანდარტი
შესყიდვების მთავარი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@geomtex.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
ტექსტილი - ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს ,,ჯეო-ემ-ტექს’’ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: შერჩევა განცხადების საფუძველზე
ორგანიზაცია: შპს ,,ჯეო-ემ-ტექს’’
კატეგორია: შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:განისაზღვრება შერჩევის დასრულებამდე
თანამდებობრივი სარგო : შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
ადგილების რაოდენობა : 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ეკ. ბეჟანიშვილის N7
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
გამოსაცდელი ვადა:3 თვე
პოზიციის მიზანი :
სახელმწიფო და კერძო შესყიდვების სრული ციკლის ორგანიზება, კონტროლი და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ტენდერების მართვა, მომწოდებლებთან ოპტიმალური პირობების მიღწევა და შესყიდვების პროცესის სტრატეგიული განვითარება, კომპანიაში შესყიდვების პროცესის უწყვეტი გაუმჯობესება.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით:
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურის წარმართვა.
- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა და ცვლილებების პროექტების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვის ორგანიზება და განხორციელება.
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი.
- ხელშეკრულების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებლებზე პირგასამტეხლოს დარიცხვის ინიცირება/დოკუმენტური უზრუნველყოფა ხელმძღვანელობის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, გარანტორისაგან საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნა. (ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა/გარანტორის მიმართ მოთხოვნის წარდგენა.)
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების (გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა) აღრიცხვის წარმოება.
- სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა.
- გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი.
- კერძო შესყიდვების მიმართულებით
- შესყიდვებთან დაკავშირებული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება (მათ შორის პოტენციური მიმწოდებლების მოძიება, სავარაუდო ღირებულებების დადგენა, მიწოდების ვადების განსაზღვრა და სხვა).
- ბაზრის კვლევა და ფასების მონაცემების შეგროვება/ანალიზი.
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა საუკეთესო პირობების მისაღებად.
- შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების დაზუსტება შესაბამის სტრუქტურებთან.
- პოტენციური მიმწოდებლების ელექტრონული ბაზის წარმოება.
- ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი .
- ბაზრის კვლევა, ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტების მოპოვება დაარქივება, კონტრაქტების მიხედვით საქონელის/მომსახურების/სამუშაოების მოწოდების უზრუნველყოფა და ვადების კონტროლი, აღრიცხვა ანგარიშგების წარმოება, რეესტრის წარმოება, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და გაფორმება, სისტემაში ასახვა და ბუღალტერიაში გადაგზავნა.
- საქონლის მიწოდების ვადების, ხარისხისა და საბაჟო პროცედურების მონიტორინგი.
- არასათანადო ხარისხის პროდუქციის დაბრუნების პროცესის მართვა (იურისტთან ერთად)
- პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
- მართვა და ადმინისტრირება:
- შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება და კორექტირება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად.
- დოკუმენტბრუნვის მართვა
- გადახდების ვადების მონიტორინგი.
- შესყიდვების სტანდარტების გაუმჯობესება და ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი (ფინანსები, იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირება-სასურველია)
ენების ცოდნა:
- ქართული ენა ძალიან კარგი
- ინგლისური ენა კარგი
- რუსული სასურველი
პროფესიული გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო/კერძო შესყიდვებში
საკონკურსო თემატიკა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებით დამტკიცებული ,,ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’.
,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება.
,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.
,,თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება.
,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება.
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილება.
სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 22 მაისი №7 ბრძანება კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word, Excel ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook კარგი
Microsoft Office PowerPoint კარგი
დამატებითი მოთხოვნები
- სასურველია კანდიდატს გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული შესყიდვის წარმოების და სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობის გამოცდილება, პროფესიული სერტიფიკატი - გაცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.
- საგარეო ვაჭრობის და საბაჟო პროცედურების ცოდნა.
- ფასწარმოქმნის პრინციპების ცოდნა.
- საქონლის ხარისხობრივი პარამეტრების ანალიზი.
- პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია.
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტიანი მართვა.
- ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
- პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@geomtex.com.
სასურველია, კანდიდატმა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და მასზე დართულ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ გამოყენებულ იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებისათვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომპანია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების ვადის წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
კონკურსის ეტაპები
1.განცხადების გადარჩევა.
2.წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება.
3.გასაუბრება.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობას
ჯანმრთელობისა და სავალდებულო დაზღვევას
გისურვებთ წარმატებას !
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
