05 იან - 03 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დავალებების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი. უკუკავშირი პარტნიორ კომპანიებთან;
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა. ასევე, მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
- კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
- წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
- საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
- კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - “subject”, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
