05 იან - 04 თებ
სტარტი
საერთაშორისო გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერი
რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლება, მაზნიაშვილის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საერთაშორისო ლოგისტიკა, მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საერთაშორისო ლოგისტიკა, მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 2000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
  • ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ლოგისტიკის ჯაჭვის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
  • არსებული გაყიდვების პოლიტიკის შესაბამისად, კლიენტებისთვის პირობების მორგება;
  • მოლაპარაკებების წარმართვა ყველა დონეზე უშუალო ზედამხედველობის ქვეშ;
  • პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის ანალიზი და რეპორტების წარმოება;
  • „გაყიდვიდან - კლიენტთან მიწოდებამდე“ პროცესის ზედამხედველობა;
  • შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
  • პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საერთაშორისო ლოგისტიკა,
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები