05 იან - 19 იან
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ძვირფასი ლითონების შეფასება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
ძვირფასი ლითონების შეფასება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას - მიმღებ-შემფასებელი - რუსთავი
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროასს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლისპოზიციაზე ქ. რუსთავში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
- შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;
- გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;
- განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;
- გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:
განათლება:
- უმაღლესი (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
- სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19 იანვარი, 2026
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mimgeb-shempasebeli-rustavi-rustavi-895QuF
საბანკო
ძვირფასი ლითონების შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

