06 იან - 20 იან
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი - შუადღის ცვლა
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
საქართველოს ბანკისკონტაქტ ცენტრში მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას ქ. თბილისში.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 14:00 საათიდან - 22:00 საათამდე;
რას ვსაქმიანობთ ჩვენ?
მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- მოქნილ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1205 (-20%))+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს;
- კარიერულ განვითარებას საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთან მოგეწონება, თუ:
- გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
- თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;
- ხარ კომუნიკაბელური, ღია და კეთილგანწყობილი;
- ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა და განვითარება საქართველოს ბანკის მასშტაბით;
- საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი, 2026.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/momxmarebelta-mxardacheris-menejeri-shuadgis-cvla-tbilisi-xlIIBN
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

