06 იან - 04 თებ
სტარტი
ფინანსური მენეჯერი
რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლება, მაზნიაშვილის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 2500 ლარი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, შემდგომში მატების პერსპექტივით;
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
  • ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, მართვა და ანალიზი;
  • სხვადასხვა ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • ბიუჯეტირება და ფაქტობრივი შედეგების შედარება, გადახრების ანალიზი;
  • საბრუნავი კაპიტალის მონიტორინგი;
  • ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება და კონტროლი;
  • ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;
  • სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
  • ახალი საინვესტიციიო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
  • ზემდგომი პირებისათვის კომპანიის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
  • ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესების სრულყოფა;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა-კონტროლი;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • მიზანდასახულობას და განვითარების სურვილი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები