06 იან - 05 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - ენები: ქართული
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას სააგენტო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
- გაყიდვების გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება და მათი ხელმძღვანელობა.
- გაყიდვების ქოლების ჩანიშვნა და მონიტორინგი.
- გუნდის საჭიროებების დადგენა და მათი უზრუნველყოფა.
- გუნდის საბონუსე სისტემის და KPI -ების გაწერაში მონაწილეობის მიღება
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტურიზმის, მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ.მისამართზე hr@gasa.ge
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
