08 იან - 16 იან
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
კომპანიის აღწერა
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
სამუშაოს აღწერა
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.
შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.
ძირითადი მოვალეობები:
- სელფი მობაილის სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება
- არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
- კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა და სხვა)
- პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
თუ შენ:
- სასურველია გქონდეს უმაღლესი განათლება, ან ხარ სტუდენტი
- სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- გაქვს MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)
- შეგიძლია გამართულად მეტყველება
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ხარ კომუნიკაბელური
- და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16.1.2026
დამატებითი ინფორმაცია
იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზეhttps://smrtr.io/wt3Ff
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
