09 იან - 06 თებ
ვიპ
აპარტ-სასტუმროს მთავარი მზარეული
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@stepsbatumi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
STEPS Batumi Hotel & Suites" მრავალფუნქციური აპარტ-სასტუმროა, რომელიც მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორანსა და ბარებს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს მთავარი მზარეულის პოზიციაზე.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს მთავარი მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები
- სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტული პროცედურების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
- მენიუს დამუშავება, განახლება სეზონურად, რეგულარული დაგემოვნების ორგანიზება, ახალი რეცეპტების შემუშავება, კერძების თვითღირებულების კალკულაცია, მონაწილეობა გასაყიდი ფასის შემუშავებაში;
- სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- საწყობის ნაშთების და პროდუქციის შეკვეთების მართვა;
- პროდუქციის თვითღირებულებების მართვა;
- დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, სწავლება და გადამზადება; მათთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შედგენა;
- დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების, მოგება-ზარალის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- მინიმუმ ორწლიანი ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასტუმრო მიმართულებით,
- ინგლისური ენის ან სხვა უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
საჭირო უნარები
- გუნდური მუშაობისა და სამზარეულოს თანამშრომლების მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
- პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება აპარტ-სასტუმროს მთავარი მზარეული;
გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვაზე დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისთვის.
დასაქმების პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 თებერვალი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
