08 იან - 06 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სს "თიბისი’’ აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისის სერვის ადმინისტრატორი თანამდებობაზე
თბილისი, საქართველო
სრული განაკვეთი
მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის სათავო ოფისის სივრცის ეფექტური ფუნქციონირების მხარდაჭერა; თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა. პოზიცია წარმოადგენს პირველ საკონტაქტო რგოლს და ასახავს ბანკის სერვისულ კულტურასა და ღირებულებებს.
- სათავო ოფისში შემოსული თანამშრომლებისა და მომხმარებლების პროფესიული, თავაზიანი და თბილი მიღება ბანკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- თანამშრომლებისთვის/მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება შენობის, სამუშაო სივრცეების, საოფისე სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
- სათავო ოფისის სივრცეში სერვისის ხარისხის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- თანამშრომლებისთვის/მომხმარებლებისთვის საჭირო ინვენტარისა და ადმინისტრაციული რესურსების დამუშავება/კოორდინაცია;
- ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცესების მართვა, ინფორმაციის გადაბარება და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- თანამშრომელთა უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით;
- სერვისისა და სივრცის მართვის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს თიბისის სათავო ოფისში;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- თიბისის ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი „თიბისელები“ და სხვა;
- შესაძლებლობას, ჩაერთო სხვადასხვა ტრენინგსა და განვითარების პროგრამაში.
ადგილი, სადაც იმუშავებ:
- თიბისის სათაო ოფისში თანამედროვე სამუშაო სივრცეში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სერვისს, თანამშრომელთა გამოცდილებას და კომფორტს.
კვალიფიკაცია
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჰორეკა, სასტუმრო, რესტორანი, კორპორატიული სერვისი ჩაითვლება უპირატესობად);
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს : https://smrtr.io/wtqvG
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

