08 იან - 07 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- ენები: ქართული
სს "თიბისი’’ აცხადებს ვაკანსიას სერვის ექსპერტი / საბარათე ბალანსის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
თბილისი, საქართველო
სრული განაკვეთი
მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში ვეძებთ - სერვის ექსპერტს / საბარათე ბალანსის მართვის მენეჯერს.
პოზიციის მთავარი მიზანია საბარათე ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ეფექტური მართვა: მომხმარებლების ქცევის, ფინანსური მოტივების, მომხმარებელთა სეგმენტებს და ალტერნატიული პროდუქტების გავლენის ანალიზის საფუძველზე ისეთი სტრატეგიებისა და კამპანიების შემუშავება, რომლებიც გაზრდის საბარათე ანგარიშებზე ბალანსებს.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- საბარათე ბალანსების ანალიზი და მართვა
- საბარათე ანგარიშებზე არსებული ბალანსების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი (სეგმენტების, ქცევითი პროფილების, მოცულობების მიხედვით);
- მომხმარებლების ქცევის ანალიზი (საბარათე ანგარიშებიდან თანხის ხარჯვა, საბარათე ანგარიშზე თანხის შენახვის, დეპოზიტებზე ან სხვა პროდუქტებში თანხების გადატანის მიზეზების იდენტიფიცირება და სხვა ).
- ფინანსური ანალიზი და ბიზნეს-ლოგიკა
- საბარათე ბალანსების ფინანსური ეფექტის შეფასება;
- ანალიტიკური მოდელების გამოყენება გადაწყვეტილებების მისაღებად;
- მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
- საბარათე ბალანსების მართვის სტრატეგიის შემუშავება.
- კამპანიები და წახალისების მექანიზმები
- საბარათე ბალანსების ზრდის აქტივობების ინიციირება;
- კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და ოპტიმიზაცია.
- თზნამშრომლობა და ჩართულობა
- დეპოზიტების, ბარათების, ფინანსური კონტროლის და ანალიტიკის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- შიდა სტეიკჰოლდერებისთვის ანალიტიკური პრეზენტაციების მომზადება;
- პროცესების გაუმჯობესების ინიციირება მომხმარებლის და ბანკის ინტერესების ბალანსით.
კვალიფიკაცია
უნდა გქონდეს:
- მინიმუმ 3–5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბანკში;
- სავალდებულოა დეპოზიტებთან მუშაობის გამოცდილება (პროდუქტი, ანალიზი ან მართვა);
- სასურველია გამოცდილება ბარათების და საცალო ბანკინგის მიმართულებით;
- მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- ძლიერი ფინანსური ანალიზის უნარი;
- მონაცემების დამუშავების, ინტერპრეტაციისა და ბიზნეს-დასკვნების გაკეთების უნარი;
- ბანკის საბალანსო ლოგიკის და ფინანსური პროდუქტების ურთიერთკავშირის გაგება;
- Excel / BI ინსტრუმენტების ცოდნა (სასურველია SQL, Power BI ან Tableau);
- კამპანიების ფინანსური ეფექტიანობის შეფასების უნარია.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

